თეჯლიში (ალექსანდრე ორბელიანი)
თეჯლიში ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი |
1821 |
განაცვიფროს წამსა შევხვდი მფრინავსა,
წინათ სული გრძნობდა ვნახე, სინაძეს,
ვსასწაულობ მას დღეს მარად, მფრინავსა,
ჩამოდგომილს ცისკრის ზღუდით, სინამეს.
გადმოეცა სავსე მადლი, ღმერთასი.
მოჰფენოდა ვრცლად შვენება, ღმერთასი,
სიყუარული დამდის სულზედ, ღმერთასი,
ვუძღვნი, ვაძლევ ჩემს სიცოცხლეს, სინამეს.
სერაბინნი დაჰგალობდენ, სამოთხედ,
ნისლმოსილნი, მის გარს მდგომნი, სამოთხედ,
სატრფიალოს ხმას დახმობდენ, სამოთხედ,
ზედ აპკურდენ სასუფევლის სინამეს.
კულად ბუნება წურვილს სიტკბოს აძცვრევდა,
აქ ჩემს ძალასა წვრილად ჰკრეფდა, ამცვრევდა,
გულს ვუფხვლიდა ვითა მარცულად, ამცვრევდა,
ასფოდელსა მე ეს მახსოვს, სინამეს.