თირის მონასტრის წარწერები





ლაპიდარული წარწერები







თირის მონასტრის წარწერა № 1 edit

წარწერა მოთავსებულია სამრეკლოს პირველი სართულის აღმოსავლეთის შესასვლელის არქიტრავის ქვაზე

თავხელისძეთა სიაოშ და რატის და ასათს და ხელს და მაჩაბელს და მშობელთა მათთა შეუნდვენ ღმერთმან

თირის მონასტრის წარწერა № 2 edit

წარწერა მოთავსებულია ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიშენებული საძვლე ეკვდერის დასავლეთ კედელზე.

ქრისტე, მოლარეთუხუცესისა ხელას ერთგულსა მახატლიშვილსა ბევროზს შეუნდოს ღმერთმან.

თირის მონასტრის წარწერა № 3 edit

1682 წლის წარწერა მოთავსებულია ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენის დასავლეთ კარის ტიმპანზე.

ქრისტე, შეწევნითა ღვთისათა, მეოხებითა თავდების ღვთისმშობლისათა, ჩვენ თაქთაქიძემ, მროველ ეპისკოპოზმან ფილიპე, არდაშელმან, ჩემმან ელიზბარ აღვაშენეთ საყდარი ესე წმიდისა ნიკოლაოზისა სულისა ჩვენისა სახსრად, ოდეს ბედნიერის ხელმწიფისაგან ჩვენს ნათესავთა სასაფლაოდ, სამკვიდროდ, სამამულოდ მოსცემოდა ესე მონასტერი. მამა-პაპანი მარხულ იყვნეს, მათი მოშლა აღარ იქნებოდეს, ეკვდერი აღვაშენეთ, სასაფლაოს შეუმატეთ. ქორონიკონს ტო.

ლიტერატურა edit

1969 - ანდღულაძე ნუგზარ - თირის მონასტრის წარწერები edit