თოვლი (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
თოვლი ავტორი: ტერენტი გრანელი |
როგორც გაფრენა მტრედის,
შენ მოსვენება გინდა.
თოვლი ასეთი თეთრი,
თოვლი ასეთი წმინდა.
და როგორც სულის ტოლი,
სადა ხარ! - დღესაც გეძებ.
აბრეშუმივით თოვლი
ისევ ელვარებს მზეზე.