თოვლი (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

თოვლი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ციდან ჩამოდის ფიფქი,
ისმის ზარების გლოვა.
და განუწყვეტლივ ფიქრი,
და განუწყვეტლივ თოვა.

დღეს მიხარია ღამე,
მაღლა ზეცისკენ მივქრი.
და თოვლიანი ღამე,
და თოვლიანი ფიქრი.

როიალის ხმას ვისმენ,
მიდის ზეცისკენ ბოლი.
დაფენილია ისევ
თეთრ ქაღალდივით თოვლი.

რესურსები ინტერნეტში

edit