თუ ხარ წვიმისთვის
თუ ხარ წვიმისთვის ავტორი: ტერენტი გრანელი |
თუ ხარ წვიმისთვის -
ცაო ცისფერო.
მივალ იმისთვის,
რომ დავისვენო.
გაჩნდა საღამო
ისევ წვალების.
ვუმზერ სამყაროს
ღია თვალებით.
და შენ მადროვე,
როცა კიოდი.
და შორს დავტოვე
გალაკტიონი.
თუ ხარ წვიმისთვის -
ცაო ცისფერო.
მივალ იმისთვის,
რომ დავისვენო.