ია (იოსებ დავითაშვილი)
ია ავტორი: იოსებ დავითაშვილი |
1886 წელი |
გაზაფხულდა და აჰყვავდა
საამურად ტურფა ია,
ბუჩქის ძირის დამამშვენი,
გულისათვის სამოთხეა.
მაგრამ მასაც მოუვა დრო
და მოუჭამს ძირსა ჭია;
ჩვენი ბედიც იას წაგავს
ამ ჩვენს მუხთალ სოფელშია.