იბრაჰიმ ფეჩევი

"თარიხი" ("ისტორია")
ავტორი: იბრაჰიმ ფეჩევი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: ჯიქია სერგი


იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ - ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო სერგი ჯიქიამ - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი XV - თბილისი - 1964

იბრაჰიმ ფეჩევი
იბრაჰიმ ფეჩევი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები



რესურსები ინტერნეტში:http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5124


წინასიტყვაობა

edit

ტექსტი

edit
 
წიგნი

თავდასხმა საქართველოს მხარეზე

edit

943 წლის წმინდა მუჰარრემის 15-ს [1536 წ. 4 ივლისი] ბაიბურთის მბრძანებელმა სახელოვანმა ემირმა მეჰმედ ხანმა მაგ [ბაიბურთის] მხარის ძლევამოსილი ჯარი თავდამსხმელთა რაზმში გაიწვია და, ლაშქარი რომ შეკრიბა, შეესია საქართველოს და დაიწყო მისი აოხრება. ამასობაში ქართველი ურჯულოებიც მომზადებულიყვნენ და ისლამის ლაშქარს წინ აღუდგნენ. დიდი ომისა და ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ისლამის [ლაშქარს] ერგო. აურაცხელი დასამიწებელი ურჯულო გაწყდა. გადარჩენილები რომ დაიფანტნენ, ასქერები ეძგერნენ საშოვარს და იმდენი ნადავლი ჩაიგდეს ხელში, რომ გადმოცემა ძნელია. ასეთი მაგალითის შემდეგ სამმა-ოთხმა სასანჯაყო ადგილის [მოსახლეობამ] მორჩილება გამოაცხადა და სულთანს ვალისა და მართებლის დანიშვნა სთხოვა.

(I,191)