იესე ბარათაშვილი - "ცხოვრება-ანდერძი"

იესე ბარათაშვილი - "ცხოვრება-ანდერძი"
ავტორი: იესე ბარათაშვილი





ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







პუბლიკაციები

edit

ტექსტი

edit
ცხოვრება-ანდერძი იესე ბარათაშვილისა

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა მე, უბადრუკმან და ჭეშმარიტად დიდად ბრალეულმან ოსეს შვილმან იესემ ვინებე, თვით ხელითა ჩემითა, აღწერა ცხოვრებისა ჩემისა. ვინათგან ვიქმენ დასაწყის ქცევისა და ცხოვრებისა შვილთა ჩემთასა, ჯერ იყო, რათამცა ძეგლიცა ესე დამეტევა მე შვილთა ჩემთათვის.

მე ვიყავ ძალითა ქრისტესითა ჭეშმარიტი აღმსაარებელი მართლისა სარწმუნოებისა, რომელსა აღიარებენ დღეს ბერძენნი, რუსნი და ქართველნი. და უწყის სახელმან ღუთისამან, თვინიერ სარწმუნოებისა ამის არა რა უწვრთიეს გონებასა ჩემსა.

და წერასა ამას ანდერძისა ჩემისასა ვიყავ წლისა ორმეოცისა და ვინათგან სრულებად მოვიწიე, აწ-ღა ვიწყე წერად ცხოვრებისა ჩემისა ქრისტეს აქეთ 1768, ქორანიკონს 456 აპრილს 13.