ისევ დავდივარ ზუგდიდის ბაღში

ისევ დავდივარ ზუგდიდის ბაღში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ისევ დავდივარ ზუგდიდის ბაღში,
ახლა საღამო უფრო წყნარია.
დღენი წავიდნენ, მე ასე დავრჩი
სადღაც დუმილი და სიმწარეა.

მეც განმიახლდა დარდები ისევ,
ასეთ წამებას ბოლო არ უჩანს.
მივდივარ ნელა მე სასახლისკენ
და ჩემთან მოდის ეს ბავშვი უჩა.

დღეს ვისაუბრე მწუხარე დასთან
აქ იმედები უფრო არიან.
ნუთუ, თბილისი მართლა შორს დარჩა,
აქ ჩემი მოსვლა თუ სიზმარია?!

ისევ დავდივარ ზუგდიდის ბაღში,
ახლა საღამო უფრო წყნარია.
დღენი წავიდნენ, მე ასე დავრჩი,
სადღაც დუმილი და სიმწარეა.

რესურსები ინტერნეტში

edit