კალამს
კალამს ავტორი: იოსებ დავითაშვილი |
1883 წელი |
აწ დაისვენე, მშვიდობით,
შენ, ჩემო სუსტო კალამო,
ბოროტის გულის გამგმირო,
მაგრამ კეთილის მალამო!..
გამჭირვებია ცხოვრება,
ვზივარ და მწარედ ვტირია:
ბევრი რამა ვთქვი საგრძნობი,
მაგრამ მსმენელი ძვირია!