კარმელიტების ქრონიკა


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




პუბლიკაცია:


რესურსები ინტერნეტში:


შესავალი

edit

ტექსტი

edit
"კარმელიტების ქრონიკა"


[ლალა მუსტაფა ფაშას წერილი სპარსეთის შაჰს]

edit

"დიდად ბრწყინვალე სპარსეთის შაჰო! მე, მუსტაფა ფაშა, სულთან მურადის ვეზირი და ოტომანების იმპერატორის მთელი ჯარების მთავარ-სარდალი, გაცნობებთ, რომ აქ მოსული ვარ ურიცხვი ქვეითი ჯარით, სამასი ათასი ცხენოსნით და ექვსასი ქვემეხით, ექვსი ათასი იენიჩარით და შაშხანოსნებით, რომ დავსაჯო ისინი, ვინც თქვენი ძმის ისმაილის მოწამვლაში დამნაშავენი არიან და ამისათვის ქრისტიან ქართველების ქვეყანა უნდა დავიკავო. ხოლო თუ თქვენი აღმატებულება გზას გადამიღობავს და ამ ხაკხის დაცვას შეეცდება, მაშინ ჩემი ბატონის მითითების თანახმად, იძულებული ვიქნები აგრეთვე თქვენ შეგებრძოლოთ. ეს არაფერი სახელი იქნება ჩემთვის, თუკი თურქეთის დიდი სულთანის მონა თქვენ, როგორც სპარსეთის მეფეს, დაგატყვევებდით; ხოლო საწინააღმდეგო რომ მომხდარიყო, უსაზღვრო სახელს მოიხვეჭდით მთელ ქვეყანაზე, თუ კი ისეთ კაცს, როგორიც მე ვარ, ტყვედ ჩაიგდებდა თქვენნაირი მეფე. გნებავთ ამაზე მიპასუხეთ, მანამდე შარვანს მივადგებოდე და ამ ხალხს დავსჯიდე". (გვ.16).