კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)
წყაროები
editჟამთააღმწერელი - "ასწლოვანი მატიანე"
თავისი უფროსი ვაჟის - ვახტანგის გარდაცვალებით დადარდიანებულმა დავით რუსუდანის ძემ "შემდგომად მცირეთა წელთა მანცა შეისუენა, პატიოსნითა სიბერითა აღსავსე[მან] და დაუტევა სამნი ძენი, პირმშო ვიდრემე კოსტანტინე, და მეორე მიქელ, და უმრწამესი ალექსანდრე, რომელი უშვა დედოფალმან, დიდისა პალიალოღოსის ასულმან კოსტანტინეპოლისამან და საბერძნეთისა მპყრობელ[ისა]მან. ხოლო მიიღო მეფობა კოსტანტინე, პირმშოებისა ძლით, რომლისა მეფობასა წინააღუდგა ძმა მისი მიქელ, და დაიპყრა ქუეყანა რაჭისა და არგუეთი, და დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო, რომელთა საქმენი არა მოჴსენებულ არიან, და არა ყვეს მშვიდობა, ვიდრე არა მიიცვალნეს, რამეთუ რომელსა ჟამსა დაიზავნიან, მყის შეიშალნიან".
- ქართლის ცხოვრება - ტომი II - ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ - თბილისი - 1959 - გვ.295
ვახუშტი ბატონიშვილი - "ბაგრატიონთა მეფობა"
"შემდგომად სამისა წლისა მეფობისა შეედვა სენი ვახტანგ მეფესა და მოკუდა ქრისტესა ჩსჟბ ქართულსა ფიბ [1292]. ხოლო ესმა რა მეფესა ნარინ-დავითს სიკუდილი ძისა თჳსისა, დამძიმდა ფრიად და დასნეულდა მიერითგან. შემდგომად მოკუდა იგიცა ქრისტესა ჩსჟგ, ქართულსა ფიგ [1293]. შემდგომად ნარინ დავითისა მიიღო უხუცესმან ძემან მისმან კოსტანტინე მეფობა, არამედ ამას წინააღუდგა უმრწამესი ძმა მისი მიქელ და დაიპყრა მიქელ რაჭა და არგუეთი და დღეთა მათთა აქუნდათ შლილობანი და შფოთნი და არაოდეს ჰყვეს მშჳდობა."
"ხოლო იმერეთს, ვითარცა აღვწერეთ, შემდგომად ნარინ-დავით მეფისა, იყო შლილობა ძმათა შორის მრავალთა წელთა და ამის მიერ განდიდნენ მთავარნი და განმკჳდრდნენ ერისთავნი მის ქუეყანისანი. ხოლო შემდგომად მოკუდა კოსტანტინეცა და არა დაუტევა ძე, არცა ასული და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი მიქელ. მოკუდა მიქელცა და დაუტევა ძე ყრმა ბაგრატ."
- ქართლის ცხოვრება - ტომი IV - ბატონიშვილი ვახუშტი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" - ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ - თბილისი - 1973
ვახუშტი ბატონიშვილი - "ცხოვრება იმერეთისა"
..."მოკუდა დავით მეფე ქ{რისტე}სა ჩსჟგ, ქარ{თულსა} ფიგ [1293]. და შემდგომად ნარინ დავით მეფისა დაჯდა მეფედ ძე დავითისა უხუცესი კოსტანტინე."
"ბ. მეფე კოსტანტინე, ლდ წელი მეფა" ამას კოსტანტინეს წინააღუდგა ძმა თჳსი მიქელ და არა უტევებდა მეფობად და პყრობად იმერეთისა და მიქელ დაიპყრა რაჭა, ლეჩხუმი და არგუეთი და აქუნდათ დღეთა მათთა მარადის ბრძოლა-შლილობა და შფოთი და ჴდომა ურთიერთთა და იყო ოჴრება ქუეყნისა. ამისთჳს შეიჭირვებდენ დიდებულნი ამის სამეფოსანი და ვერა რითა ყვეს ზავი მათ შორის. იხილა დადიანმან გიორგიმ ესევითარება მათ შორის, მაშინ მიიტაცა საერისთო ცხომისაცა და დაიპყრა თჳთ სრულიად ოდიში ანაკოფიადმდე. ეგრეთვე შარვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სუანთა ერისთავმან სუანეთი და განიმკჳდრეს თჳსად და არღარა ეგდენსა მორჩილებასა შინა იყვნენ მეფეთასა. ამისა შემდგომად მოკუდა დადიანი გიორგი ქ{რისტე}სა ჩტკგ, ქარ{თულსა} ია [1323] და დაჯდა მის წილ ძე მისი მამია და ამან უმეტესად დაიპყრა ოდიში. შემდგომად ამ შფოთებასა შინა მოკუდა მეფე კოსტანტინეცა ქ{რისტე}სა ჩტკზ, ქარ{თულსა} იე [1327].
- ქართლის ცხოვრება - ტომი IV - ბატონიშვილი ვახუშტი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" - ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ - თბილისი - 1973
1311 წ. პეტრიწონის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის წარწერა:
"ქ.მოიჭედა წმინდაჲ ესე ხატი ყოვლად წმიდის, დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობლისა პეტრიწონს ორთა ჴორციელად ძმათა მიერ ტაოელთა ეგნატის შვილთა მოძღვრის ათანასის და ოქროპირისა პერპერითა ასოცდა ექვსითა და წინაშე ხატისა საკანდლითა ვერცხლისაითა (მარცხენა მხარეზე): საბერძნეთს მეფობასა კეთილად მსახურთა მეფეთა ანდრონიკე, მიხაელ და ანდრონიკესსა პალეოლოღოს ძეთასა. ხოლო ქართლს კონსტანტინესსა და დიმიტრისსა ბაგრატიონიანთასა, დასაბმითგანთა წელთა ბერძნულად ექვსი ათას რვაას ცხრამეტსა, ხოლო ქართულად ექვსი ათას ცხრაას ხუთმეტსა. წმიდაო ღმრთის მშობელო, შეიწირე მცირე ესე ძღუენი მათი და შეიწყალენ და მეოხ ეყავ მათ და მშობელთა მათთა დღესა მას დიდსა სასჯელისასა წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ, ამინ იყავნ, ამინ. ქრონიკონსა ხუთას ოცდა თერთმეტსა, ინდიქტიონსა ცხრასა. ქრისტე ღმერთო, შეიწყალენ სულნი მათნი, კაცთ მოყუარე, ამინ"
- 1979 - საქართველოს ისტორიის ნარკვევები - ტომი III - გვ.634
- 1986 - ა. შანიძე - თხზულებები - ტ. IX - გვ. 342
აბრაჰამ სავანის მიერ 1336 წელს გადაწერილი "საკჳრაოჲს" (H-1328) ანდერძი
"კრებულნო ღმრთისანო, მამანო, ესე "საკჳრაოჲ" მე, აბრაჰამ სავანმან, გარდამოვიწერე. კარგი დედოჲ ამისი წიგნი ვნახე და მეკეთა. ვინცა შენდობაჲ სთქუათ, თქუენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ. დაიწერა ქრონიკონსა ოცდაოთხსა [1336 წ.'], მეფობასა ღმრთივ გჳრგჳნოსნისა კოსტანტინესსა