კოჯორი

კოჯორი
ავტორი: ტერენტი გრანელი


რა ვქნა, ჩემი გზა ასე შორია,
მე უთბილისოდ ერთი დღე ვერ ვძლებ.
ძვირფასო, ახლა ეს კოჯორია,
ვარ თბილისიდან მეშვიდე ვერსზე.

გარეთ ქარია, ვწევარ, არ მძინავს
და ჩუმად ვუსმენ ფოთლების შრიალს.
ისევ ერთი ვარ, ეს ვიყავ წინაც,
ეს დრო ხელიდან არ გამიშვია.

მე ახლა ვამჩნევ მღალატობს ყველა,
მით უფრო მეტი მელის დიდება.
ჩემს გულში ისევ ზღვა გრძნობა ღელავს
და ამ ოთახში რა სიმშვიდეა.

რესურსები ინტერნეტში

edit