მამაპაპურო კერაო,

მამაპაპურო კერაო,
ავტორი: გიორგი ლეონიძე


მამაპაპურო კერაო,
შენ ხომ მისათვის ბოლავდი,
რომ რკინით გული გეკვერა
და გეწრთო სულის ფოლადი!

მთებო, თქვენ შთაგიბერიათ
გმირული გამბედაობა
და მისთვის თქვენი ფერია
ქართლის ლომკაცთა თაობა.

ხალხო, ცხოვრება მზებნელი
ხმლის ელვით გინათებია,
თავისუფლების მძებნელი
გმირი გმირს გიმატებია.

შენს დროშის ტარზე ჭიდილი
ბევრჯერ უყვარდათ ყორანთა
და ბევრჯერ თვითონ სიკვდილიც
გაგიჩეხია ორადა!

იცოცხლე! მუდამ დაჰქროდეს
შენი ფრთაცეცხლი მერანი;
გიყვარდა გულის სიცეცხლე
და მომავლისკენ მზერანი...

რესურსები ინტერნეტში

edit