მამა (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
მამა ავტორი: ტერენტი გრანელი |
შავი ღამეა, სადღაც მღერიან,
ახლა დუმილი არ შეიძლება.
და მამაჩემი ბედნიერია,
და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.
და რაღაც ასო ცაზე სწერია,
ეს მიპასუხეს გულის ნიშნებმა.
და მამაჩემი ბედნიერია,
და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.