მამა (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

მამა
ავტორი: ტერენტი გრანელი


იქ შემხვდა, სადაც წევს ნაძვის ჩრდილი,
იქ შემხვდა, სადაც შუქი ანთია.
მას მოაგონდა მოკლული შვილი
და ჩემს წინ ცრემლი გადმოანთხია.

ის მიამბობდა, როგორ დასაჯეს,
მის გულში წყრომა როგორ ანთია.
იგი მომიყვა თავის გასაჭირს
და ჩემს წინ ცრემლი გადმოანთხია.

რესურსები ინტერნეტში

edit