მე და გაფითრება

მე და გაფითრება
ავტორი: ტერენტი გრანელი


შუაღამე ჩამოეშვა...
ხატების წინ ხელაპყრობილი ვდგავართ
მე და გაფითრება
სადღაც შორს ბნელი თვალებით ვამჩნევ:
თეთრ უდაბნოში სანთელივით რომ კრთის
ჩემი მწუხარე დის ცისფერი ლანდი.
არ ვიცი:
შეიძლება ჩემი მწუხარების მიზეზი
უხილავი ბაღების სილურჯე იყოს...
ღამის უფსკრული გაიხსნა.
უნდა გათენდეს.
ხატების წინ ისევ ხელაპყრობილი ვართ
მე და გაფითრება.
და ჩემი მწუხარე დის ცისფერი ლანდი
ისევ ღამის შუქივით ელავს თეთრ უდაბნოში.

რესურსები ინტერნეტში

edit