მე და ის

მე და ის
ავტორი: ტერენტი გრანელი


დღისით ჩვენ ერთიმეორეს აღარ ვხედავთ
და არც გვინდა, რომ დღე ქუჩაზე ვიაროთ.
ჩვენ ბნელი ღამე გვიყვარს მხოლოდ იმიტომ,
რომ ფიქრები ერთმანეთს გავუზიაროთ.

მე კი დიდად მძულს ღამე უსაზღვრო, ვრცელი,
როს გული სჭკნება ჭმუნვით და იარებით.
და თუ დღეს მიყვარს ღამე, მხოლოდ იმიტომ,
რომ მე და ის სულ ფეხით დავიარებით.

რესურსები ინტერნეტში

edit