მე ვიყავი, ეს არ ვიცი - როდის
მე ვიყავი, ეს არ ვიცი - როდის ავტორი: ტერენტი გრანელი |
მე ვიყავი, ეს არ ვიცი - როდის,
ჩემი ფიქრი გაიშალა დღესაც.
თავზე მადგას კვიპაროსის ტოტი
და საღამოს ვარდისფერი ზეცა.
ზამთარია და სიკვდილი მოდის,
მინდა, გულით, რომ მივმართო ხესაც.
თავზე მადგას კვიპაროსის ტოტი
და საღამოს ვარდისფერი ზეცა.