მე მოვალ

მე მოვალ
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1915 წელი


ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს… აჰა, ვიტანჯები!
ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
“მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!”