მე ცას მივმართავ
მე ცას მივმართავ ავტორი: ტერენტი გრანელი |
მე ცას მივმართავ,
როგორც ღრუბელი.
და ვიცი მართლა,
რომ ვიღუპები.
მეუცხოება,
როს ვნახავ ქუჩებს.
და მე ცხოვრება
სახელს მიფუჭებს.
შენ ქარს დანებდი,
მტკვარია ახლოს,
ნუთუ გრანელი
არავის ახსოვს?!