მთას
ავტორი: დუტუ მეგრელი


მთას

ნე​ტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდე​ბა შე​ნი მწვერ​ვა​ლი,
ღრუბ​ლებს ზე​ვი​დან თეთრ-სპე​ტა​კად გა​მომ​ზი​რა​ლი,
და დგე​ხარ შენ​თვის, დი​დე​ბუ​ლი, თა​ვი​სუ​ფა​ლი,
არა​ვის მო​ნა, არც არა​ვის ბა​ტონ-უფა​ლი!
დგე​ხარ დღი​დან​ვე გა​ჩე​ნი​სა და კვლავც იდ​გე​ბი;
ვე​რას გაკ​ლე​ბენ ათა​სო​ბით მიმ​ქრო​ლი წლე​ბი:
მოდ​გმა მოდ​გმას სცვლის შენს გარ​შე​მო და ერი ერ​სა,
შენ-კი, რაც იყავ, იგი​ვე ხარ, არ იც​ვლი ფერ​სა!
დი​ლას მზის სხივ​ნი ყვე​ლა​ზე წინ შენ გეხ​ვე​ვი​ან;
ათას ფრად მბრჭყვი​ნავ ძვირ​ფას თვლე​ბად ზედ გებ​ნე​ვი​ან
და სა​ღა​მო​საც, რა გვირ​გვი​ნად და​გედ​გმე​ბი​ან,
კვლავ ყვე​ლა​ზედ​ვე უფ​რო გვი​ან გეთ​ხო​ვე​ბი​ან!
შენ​თვის ერ​თია, ავ​და​რია, თუ არის და​რი,
მყუდ​რო​ე​ბაა, თუ ზუ​ზუ​ნებს და კვნე​სის ქა​რი;
დღეა მშფო​თა​ვი, თუ ღა​მეა, მშვი​დი და წყნა​რი;
მზე დაგ​ქათ​ქა​თებს, თუ დაგ​ნა​თის მთვა​რე, ნარ​ნა​რი!
რო​ცა და​რია, შორს, შორს სჩან​ხარ, გაბ​რწყინ​ვე​ბუ​ლი,
ზღაპ​რულ, გამ​ჭვირ​ვალ, ლურჯ პირ​ბა​დე აფა​რე​ბუ​ლი;
რო​ცა ავ​და​რი, _ შა​ვის ნის​ლით ხარ შე​ბურ​ვი​ლი,
თით​ქო ცოდ​ნი​საც, გარს რა ხდე​ბა, არ გაქვს სურ​ვი​ლი!
დე, წვიმ​დეს, თოვ​დეს!.. დე, ელავ​დეს, ქუხ​დეს გრგვი​ნავ​დეს!
მთე​ლი ქვე​ყა​ნა ში​ში​სა​გან ძრწო​დეს, გმი​ნავ​დეს
და ცა წა​ლეკ​ვას იმუქ​რო​დეს, გან​რის​ხე​ბუ​ლი,
შენ ყურს არ უგ​დებ, _ დგე​ხარ ისევ დამ​შვვი​დე​ბუ​ლი!..
(სხვას არას არ​თმევ და, რა​ცა გაქვს, სხვის​თვის არა გშურს
ყვე​ლა სარ​გებ​ლობს სიმ​დიდ​რი​თა შე​ნით, ვი​საც სურს:
მწე​რი, ქვემ​ძრო​მი, ტყის ნა​დი​რი და ცის ფრინ​ვე​ლი_
ყვე​ლას​თვის სუფ​რა გაშ​ლი​ლია, და​უ​ლე​ვე​ლი!
და თვი​თონ კა​ციც, თავს ბუ​ნე​ბის მე​ფედ რომ სა​ხავს,
თუმც შენს მწვერ​ვალ​ზედ ამო​სუ​ლი არც-კი გი​ნა​ხავს,
და, ძლივს მცო​ცა​ვი იქ, ძირს სად​ღაც უფ​რო მატ​ლსა ჰგავს,
ხან სა​შოვ​რის​თვის, ხან სა​ა​მოდ ხში​რად მოგ​მარ​თავს!
და თან ჰგო​ნია, ვით სამ​ყა​როს მცი​რე ნა​წი​ლი,
შენც მხო​ლოდ იმის მო​სახ​მა​რად ხარ გა​ჩე​ნი​ლი!..
რა გე​ნაღ​ვლე​ბა?.. დე, ოც​ნე​ბით ამით იცოც​ხლოს,
სა​ნამ, ვით მატ​ლსვე, არ მო​უ​ღებს სიკ​ვდი​ლი ბო​ლოს!..
ნე​ტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდე​ბა შე​ნი მწვერ​ვა​ლი,
ღრუბ​ლებს ზე​ვი​დან თეთრ-სპე​ტა​კად გა​მომ​ზი​რა​ლი!
ნე​ტავ შენ, მთაო, დი​დე​ბუ​ლო, თა​ვი​სუ​ფა​ლო,
არა​ვის მო​ნავ, არც არა​ვის ბა​ტონ-უფა​ლო!