მივსდევ ქარიშხალს და უფრო ლანდებს

მივსდევ ქარიშხალს და უფრო ლანდებს
ავტორი: ტერენტი გრანელი


მივსდევ ქარიშხალს და უფრო ლანდებს
და ელავს შუქი შორეულ თვალის.
მე არ მეძინა, გათენებამდე
ვუსმენდი, როგორ წვეთავდა წყალი.

მივსდევ ქარიშხალს და უფრო ლანდებს
და სული ტყვეა იდუმალ ძალის.
მე არ მეძინა, გათენებამდე
მესმოდა, როგორ წვეთავდა წყალი.

რესურსები ინტერნეტში

edit