მივყვები მარტო ამნაირ იღბალს

მივყვები მარტო ამნაირ იღბალს
ავტორი: ტერენტი გრანელი


მივყვები მარტო ამნაირ იღბალს,
სადღაც ზის ქალი ცრემლმორეული.
ყოველთვის იმის აღნიშვნა მიყვარს,
რაც ცისფერია და შორეული.

ქარები ისევ ცას დაემუქრა,
ატირდებიან თეთრი გედებიც.
იქ მივალ, სადაც მუსიკა უკრავს,
სადაც ცხოვრობენ სხვა იმედები.

რესურსები ინტერნეტში

edit