მიყვარდა ერთი, დავტოვე იგიც
მიყვარდა ერთი, დავტოვე იგიც ავტორი: ტერენტი გრანელი |
მიყვარდა ერთი, დავტოვე იგიც
და შენ მიშველე ახლა, მარიამ!
ნელა მივდივარ და ბაღის იქით
სივრცე თეთრია და მდუმარია.
დაო, მე შენთან მალე ამოვალ,
დაძველებული სახლი იქცევა.
რაღაც სხვაგვარი ყრუ საღამოა,
ან რანაირი ჩუმი სივრცეა.