მოვა საღამო, როგორც წამება

მოვა საღამო, როგორც წამება
ავტორი: ტერენტი გრანელი


მოვა საღამო, როგორც წამება,
შენ თუ მიშველი, მე რა ვქნა, აბა.
ოთახში ვზივარ, გარეთ ღამეა,
მარტო ვარ ისევ და ქრება ლამპა.

ახლა, როდესაც მე შენ გიგონებ,
ახლა, როდესაც ამოდის მთვარე:
მე ვიმეორებ უფრო სტრიქონებს
და ისევ თეთრი ღამეა გარეთ.

მჭირდება სიტყვა, ვით წყალი თევზებს,
(არ ვიცი ასე რისთვის მექცევი).
ახლა ღამეა და სინათლეზე
მე გადავმალე ჩემი ლექსები.

მოვა საღამო, როგორც წამება,
შენ თუ მიშველი, მე რა ვქნა, აბა.
ოთახში ვზივარ, გარეთ ღამეა,
მარტო ვარ ისევ და ქრება ლამპა.

რესურსები ინტერნეტში

edit