მოსჩანს ბაღში ყვავილები ცოტა (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

მოსჩანს ბაღში ყვავილები ცოტა
ავტორი: ტერენტი გრანელი


მოვა საღამოს ბინდი,
მოვა საათის ორი.
ცაზე ღრუბელი მიდის,
ქარში მიფრინავს ქორი.

ძირს ბალახია მინდვრის,
მაღლა ისვენებს ზარი.
ცაზე ღრუბელი მიდის
და შრიალია ქარის.

ჰქრის შორეული სევდა
და უცნაური ფიქრი.
და ფრინველები სხედან
მწვანე გუმბათის ირგვლივ.

დაო, არ ვიცი, რა ვქნა,
რომ პირობები არ მაქვს.
ვწერ და ღრუბელი გაჰქრა,
ქორი წაიღო ქარმა.

რესურსები ინტერნეტში

edit