მოხუცებული ყმაწვილკაცს

მოხუცებული ყმაწვილკაცს
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი


(ექსპრონტად)

რას დამცინი? რას კოხტაობ? რას ტრაბახობ? რას ბაქბუქობ?
ნუ დამცინი, ნუ კოხტაობ, ნუ ტრაბახობ, ნუ ბაქბუქობ,
მეც დავცინე, ვკოხტაობდი, ვტრაბახობდი, ვბაქბუქობდი,
მაგრამ ახლა დრომან კრულმან გამტეხა და მოუძლურდი.

(ჩემს ხნიანს დროში ვთქვი)..