მუსტაფა ალი

"ნუსრეთ-ნამე" ("გამარჯვებათა წიგნი")
ავტორი: მუსტაფა ალი
ცნობები საქართველოს შესახებ


რესურსები ინტერნეტში:

იბრაჰიმ ფეჩევი
იბრაჰიმ ფეჩევი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები




წინასიტყვაობა

edit

ტექსტი

edit
მუსტაფა ალი
"ნუსრეთ-ნამე"

1578 წელი. ლალა-ფაშას მიმოწერა მანუჩარ ჯაყელთან

edit

1578 წ. ივლისში არზრუმში მდგარმა ლალა მუსტაფა ფაშამ წერილები გაუგზავნა ამიერკავკასიის მფლობელ-გამგებლებს. მათ შორის კახეთის მეფე ალექსანდრე ლევანის ძეს, დაუდ-ხანს ლუარსაბის ძეს, გიორგი იმერეთის მეფეს, მანუჩარს სამცხეში, გურიელს და დადიანს. ლალა ფაშა მათ მოუწოდებდა მორჩილნი ყოფილიყვნენ და ეომათ ირანის წინააღმდეგ. (ფ.15,16,17).

მანუჩარისადმი გაგზავნილ პირველ წერილში ლალა ფაშა უზომოდ აზვიადებს ოსმალთა ლაშქრის სიმრავლეს, მის საგმირო საქმეებს და მოითხოვს მანუჩარისაგან მორჩილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდება ქვეყნის სრულ განადგურებას. შემდეგ მოითხოვს, რომ მანუჩარმა ოსმალეთის ჯარი მოამარაგოს საომარი იარაღით, სურსათ-სანოვაგით და ოცმალებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ლაშქრობაში და მეგზურობა გაუწიოს მას. ყოველივე ამის სანაცვლოდ, ლალა ფაშა მანუჩარს პირდებოდა, რომ მისი ქვეყანა "დაცული და გაშენებული იქნებოდა", ხოლო იგი მიიღებდა "პატივისცემასა და ყურადღებას იმ დონეზე, რომელიც შენ აზრადაც არ მოგივა".

ლალა ფაშამ, როგორც ეტყობა მანუჩარის წერილის საპასუხოდ, მეორე წერილიც მისწერა მანუჩარს, სადაც აღნიშნულია: "შენ მოგითხოვია წიგნი და პირობა მამაპაპეული და შენს მფლობელობაში მყოფი ციხეების განსაზღვრისა და ბოძების შესახებ". "ასე იყოს. სასწრაფოდ გამომიგზავნე ჩვენთან ელჩი და შენი შვილთაგანი ვინმე გამოცდილი, ანდა, შენი ძმათაგანი ვინმე, სწორად მოლაპარაკე, მჭევრმეტყველი", თუმცა ეს სურვილი დაკმაყოფილდებოდა, როდესაც მანუჩარი საქმით დაამტკიცებდა ერთგულებას. (ფ.71).

შემდეგ წერილში ლალა ფაშა მანუჩარს სწერს: "მოითხოვ, რომ ეცნობოს შენს ქვეშევრდომებს, რათა თქვენი ქვეყანა დაცულ იქნას ძარცვა-გლეჯისა და გაცამტვერებისაგან, განსაკუთრებით კი სარწმუნოება. ამიტომ დაიწერა ეს მშვიდობიანი წერილი და პირობა გამოგეგზავნათ თქვენ. ასე იყოს".

ამავე დროს ლალა ფაშა მანუჩარს აცნობებდა: "თქვენ თვითონ, თქვენს ქვეშევრდომებს, ციხეებს, ნაჰიებსა და თქვენს ნათესავებს ჯარისკაცთაგან არავითარი გზით არავინ არ გაეკარება და წინააღმდეგობას არ გაუწევს. თქვენ თვითონ ბედნიერად იქნებით და თქვენი ქვეშევრდომები კეთილდღეობაში იქნებიან. თქვენს მფლობელობაში მყოფი ადგილები, ისევე როგორც უწინ, თქვენს განკარგულებაში იგულეთ". (გვ.71).

მიხეილ სვანიძე - საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს. - თბილისი 1971 - გვ.103-106.

1578 წელი. ლალა-ფაშას წერილი იმერეთის მეფე გიორგისთან

edit

საომარი მოქმედების დაწყების წინ, ლალა ფაშას მიერ ქართველი მეფე-მთავრებისათვის გაგზავნილი წერილებიდან განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს იმერეთის მეფისათვის გაგზავნილი წერილი. ლალა ფაშა იმერეთის მეფეს მოუწოდებს შეასრულოს პატრონყმური ვალდებულება და სულთნისადმი ერთგულება შირვანის, აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობით დაამტკიცოს.

ელდარ მამისთვალიშვილი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია - წიგნი I - XV-XVI სს. - თბილისი - 2009 - გვ.187.

1578 წელი. ლალა-ფაშას წერილი კახეთის მეფე ალექსანდრესთან

edit

ლალა მუსტაფა-ფაშა ალექსანდრე კახთა მეფეს სწერდა: "... ჩვენმა ფადიშაჰმა უმაღლესი ბრძანებით დაამტკიცა ლაშქრობა შირვანზე, გურჯისტანსა და აზერბაიჯანზე და მე, არარაობას, უძლეველი არმიით მაგზავნის ამ ქვეყნებში. რამდენადაც თქვენ ხართ ჩვენი ფადიშაჰის მორჩილი მსახური, საჭიროა ხელი შეუწყოთ გურჯისტანის ბეგებს, ვარაზას შვილებს (ვარაზა ოგულლარი), ლევანს, განსაკუთრებით ქაიხოსროს ძე ყვარყვარეს დამჯერებლობას და მორჩილებას... როცა მათგან მივიღებთ მორჩილების წერილებს, ჩვენც ჩვენის მხრივ ვთხოვთ ფადიშაჰს მათს შეწყალებასა და მფარველობას... სარდალმა ასეთივე წერილი გაუგზავნა ალექსანდრეს სიძეს, არზრუმის ვილაიეთის შავშეთის სანჯაყბეგს ათაბაგ აჰმედ-ბეგს" - ნათქვამია ალი-ეფენდის "ნუსრეთ-ნამეში".