მცხეთის საბუთები № 338

საბუთის აღწერილობა

edit

დაკარგულია

დედანი საბუთისა 1442 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

აღწერილობა: ნუსხა გ: [3]

  • 1897 წ. - თედო ჟორდანია: "1442 წ. სინოდ. კანტ. გუჯარი მცხეთისა № 338, ქაღალდზე მხედრულად ნაწერი. გუჯარს თავი და ბოლო აკლია, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ მისი ძველი ნუსხა, XVII საუკუნისა, ხუცური, № , სადაც მთელი გუჯარი არის". - ქრონიკები - II - გვ.253.
  • 1913 წ. - სარგის კაკაბაძე: "სიგელი მცხეთისა № 338, ბოძებული 130 ქორონიკონს, დაწერილი ქაღალდზე, ზომით 43x28 სმ. თავნაკლული". საბუთს მეორე გვერდზე ჰქონია XVIII საუკუნის მინაწერი: "დიდის ალექსანდრეს ძის, მეფის ვახტანგის შეწირულობა, ქკს რლ. - ისტორიული საბუთები - II - გვ.24-26.