ნაკურალეშის წმინდა გიორგის ხატი - გაბრიელ ცაგერელის შეწირული

ქართული სიძველეები





ქართული სიძველეები



ნაკურალეშის წმ. გიორგის ხატი







შესავალი

edit

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია წმ. გიორგის ხატი (საინვ. N 3172), რომელიც ადრე ხონის ნაკურალიშის (ცაგერი) ეკლესიას ეკუთვნოდა

ხატის აღწერა

edit

2. Икона св. Георгия Победоносца, серебряная, чеканенная, выш. 0,53 м. и шир. 0,33 м., шир., грубейшаго рисунка, съ каймою в клетку. Святой представленъ на коне едущимъ; фонъ покрить персидскими травами и вьющимися растениями; справа царевна на веревке тянетъ за собою дракона съ разсеченною головою. Вокруг 29 камней, из нихъ 4 сир. граната, 13 бирюзъ. Внизу прибита грузинская надпись, и другая длинная сделана на задней гладкой серебряной доске.

2. ხატი წმიდის გიორგისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 53 x 33 სანტ, დადიანის ლევან მეორის მიერ შემკობილი 1636 წელს. წმიდა გიორგი ცხენით არის გამოხატული, შუბით გაუგმირავს ვეშაპი, რომელსაც საბელით მიათრევს წინამდგომარე მეფის ასული. აშია მოჩუქურთმებულია ბადის მსგავსად. შუა ტანი ხატისა შემკობილია ბალახ-ყვავილებით, ირგვლივ უსხედს 29 ქვა, მათ შორის 13 ფირუზია, ოთხი ძოწეული. ზემოთ მხედრულად აწერია: "წმიდა გიორგი ხონისა".

წმ. გიორგის ხატი (საინვენტარო N 3192): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 36 x 45 სმ; ხატი წარმოადგენს ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფურ გამოსახულებას. შემკულია რვა თვალით; ზოგიერთი ნაწილი დაკარგული აქვს. საერთოდ, ხატი ძლიერ დაზიანებულია. 1926 წელს ხატი ხონის ეკლესიიდან გადაიტანეს ქუთაისის მუზეუმში.

წარწერა ხონის წმ. გიორგის ხატზე

edit

ხატის ქვედა აშიაზე ასომთავრული წარწერაა:

წარწერის ტექსტი

edit

მხედრული წარწერა ქვედა მიკერებულ ვერცხლის ფიცარზე
ქ. ჰოი მოწამეთა მთავარო და შვიდწილ უძლეველო ღვაწლისა მძლეო გიორგი ხვამლისაო, მოგაჭედინე მე მოსავმან და მადიდებელმან თქვენმან მონაზონმან მარიამ, შეწევნითა ცაგერელისა ჩიქოანის გაბრიელისათა სადღეგრძელოს მისად და საოხად და სახსოვრად სულისა ჩემისა დღესა მას დიდსა განკითხვისასა.

დათარიღება

edit

ე. თაყაიშვილს გაბრიელ ცაგერელი მიაჩნია გიორგი ლიპარტიანის შვილად, რომელიც ჭყონდიდელი იყო 1701-1714 წლებში, მაგრამ მ. ნიკოლეიშვილის აზრით გაბრიელი არის კაცია დადიანის ძმა გაბრიელ ცაგერელ-ჭყონდიდელი, რომელსაც 1666 წელს ჭყონდიდელ-ცაგერელის თანამდებობა უკავია.

ლიტერატურა

edit