მაშინ სპარსელთა მეფემ, ხოსრომ, გაილაშქრა რომაელთა წინააღმდეგ; ჯარი გაჰგზავნა სარბაროსის სარდლობით, რომელმაც მოაოხრა მთელი აღმოსავლეთი მხარე და ხელთ იგდო წმინდა ადგილების (იერუსალიმის) ცხოველმყოფელი ჯვარი მაცხოვრის ძელისა მაშინ, როცა იერუსალიმში მოდესტოსი მღვდელთმთავრობდა.
ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები
(758-828)
ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი 806-815 წლებში. თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი და მართლმადიდებლობის შეუდრეკელი დამცველი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს ეკუთვნის ისტორიული თხზულება: "მავრიკიოსის მეფობის შემდეგდროინდელი მოკლე ისტორია", რომელიც მოიცავს 602-729 წლების ამბებს და მათ შორის თხრობას ირაკლი კეისრის კავკასიაში ლაშქრობის შესახებ.
ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის თხზულების ცნობები საქართველოს შესახებ თარგმნა და 1954 წ. კრებულში 1954 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 31 - გვ.217-224 გამოაქვეყნა ალექსანდრე გამყრელიძემ ნაშრომში ალექსანდრე გამყრელიძე - ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ცნობები ირაკლი კეისრის საქართველოში ლაშქრობის შესახებ.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნიკიფორე
მავრიკიოსის მეფობის შემდეგდროინდელი მოკლე ისტორია