ნიკორწმინდის ხელნაწერის სულთა მატიანე






ქართული ქორონიკონები







შესავალი

edit

1919 წელს რაჭაში არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა ნიკორწმინდაში იპოვა ერთი დიდი ზომის ხელნაწერი კრებული, რომელიც შინაარსის და ხელის მიხედვით სამი ნაწილისაგან შედგებოდა: 1. დავითნი (7 რვეული), გადაწერილი ზოსიმე კარგარეთელის მიერ 1585 წლის 15 მარტს; 2. მოსახსენიებლები; 3. საგალობლები.

ხელნაწერის მეორე ნაწილი შეიცავდა კინკლოსს, სულ სამი ჩანაწერით და მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანეს.

ქვემოთ მოყვანილია ამ ხელნაწერში დაცული საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ცნობები ე. თაყაიშვილის მიხედვით ოღონდ ქარაგმების გახსნით.

ნიკორწმინდის ხელნაწერის ქრონიკები

edit

1. ქკ~ნს რმე (1457) - აქა კოსტანტიპოლი დაიჭირეს ხუანთქრიანთა.

2. ქკ~ნსა ს (1512) - აქა მოვიდენ თათარნი, ქუთაისი და გელათი დაწუეს.

3. ქკ~ნსა სჟბ (1604) - აქა გარდაიცვალა ყოველთა მეფეთა უპატიოსნესი, ყოვლით ზნეობით შემკული და აღსავსე ყოვლითა საღთოთა სწავლულებითაი, მრავალჯერ გამარჯუებული, მძლეთა მძლე მეფეთ მეფე როსტომ ძე კოსტანტინესი და ელენესი. ვინცა შენდობით მოიხსენოთ, ღმერთმან თქუენც მოგიხსენოს. მეფობდა ათცამეტ წელ.

მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანე

edit

1. ...ი და კურთხევა მათი.

2. მართლ მადიდებელთა მეფეთა დაჩისი, ფარსმანისი და ფარსმანისი, ადარნასესი, ბაკურისი, არჩილისი და ადარნასესი. საუკუნოსმცა იყვნენ ხსენებაი.

3. არჩილ მეფისა და მოწამისა. საუკუნოსმცა.

4. მართლ მადიდებელთა მეფეთა ბაგრატისი, გიორგისი. საუკუნოსმცა ხსენებაი.

5. ბაგრატისი, გიორგისი, დავითისი მეფეთა შორის წარჩინებულისან რომელმან ბრწყინვალე ჰყო სჯული ქართველთა. და ადიდნა ეკლესიანი ღვთისანი. საუკუნოს იყავნ ჴსენებაჲ.

6. დიმიტრი მართლ მადიდებლისა მეფისა. რომელმან მონაზონებისა ღუაწლთა შინა სრულ ჰყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ.

7. დავითის მართლ მადიდებლისა მეფისა. საუკუნოს იყავნ.

8. თამარ თომაჲ დასა (sic) დედოფლისა და მეფისა მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა. საუკუნოს იყავნ.

9. გიორგის მართლ მადიდებლისა მეფისა პანგრატოვანისა. ს¯კნს.

10. შვილისა მათისა თამარ მეფისა დედოფლისა და თჳთ მპყრობელისა ყოვლისა აღმოსვლეთისა და საქართველოსაჲ საუკუნოს.

11. ღთივ გჳრგჳნოსნისა მეფეთ მეფისა ალექსანდრე ყოფილისა აბრაჰამისი საუკუნოს იყვნეს.

12. ღთივ გჳრგჳნოსნისა მეფეთ მეფისა კოსტანტინე ყოფილისა კჳრილესი. ს¯კნს იყვ¯ნ.

13. თანამეცხედრისა მათისა დედოფალთ დედოფლისა თამარ ყოფილისა თეკლასი. სკ¯ნს იყ¯ვნ:.

14. ღთივ გჳრგჳნოსნისა მეფეთ მეფისა დავით ყოფილისი დამიანესი. სკნო იყვნ ჴსნბჲ:.

15. გიორგი ყოფილისა გერასიმესი. სკნ იყვნ ჴს:.

16. თჳთ მპყრობლისა ღთივ გჳრგჳნოსნისაჲ მფთ მფისა:. სახელი მრავალცა არიან წელნი სუფევისა მისისანი:.

17. ბატონისა ბაგრატისა. მრავალმცა არიან წელნი მათნი:.

18. თანა მეცხედრისა მათისა დედოფლის ელენესი. მრავალმცა არიან წელნი მათნი:.

19. ძისა მათისა პატრონისა ერეკლესი და არჩილისი. მრავალმცა არიან წელნი მათნი:.

20. ბატრონისა ალექსანდრესი და თანა მეცხედრისა მათისა ბატრონისა ელენესი და ძეთა მათთა. მრავალმცა არიან წელნი მათნი:. ზეცათა მეუფეო ქვეყნისა მ¯ფნი დაიცვენ:.

ქართლისა პატრიაქნი: – იოანესი, სამოელისი, შიუსი, ევლალიასი, პეტრესი, სამოელისი, მელქიზედეკისი, ოქროპირისა, გიორგისა, გაბრიელისა, პეტრესი, ევსტატისა, გიორგისი, დიმიტრისი, ბასილისი, იოანესი, სჳმონისი... ძე მეფეთა ქათალიკოზი მელქიზედეგისი სკნ:.

[დ]ა ყისა აღმოსვლეთისა. პატრიაქთაჲ:. სკნსმცა არს სჴსნბელი და კხჲ მთი:

წი¯სა და ღ¯თ შემოსილისა საბაჲ კათალიკოზისა და ყ¯ლისა საქართველოსა პატრიაქისა სკ¯ნს:-

წისა გულაბერიძისა არსენისი; მიქელ მირიანის ძისა კათალიკოზისა. ს¯კნო:-

წი¯სა მ¯მთ მთ¯ვრისა და ღ¯თშემოსილისა აღმოსავლეთისა და ყლისა საქართველოსა მმთ მთვრისაჲ სჯ¯ლთა თჳთმპყრობლისა. და პატრიარქისა მრვლმც არან წელნი მთნი:-

რნ დაიცვს წჲ მეფე მთი: წნ სამებამან ესენი ადიდნა:

ნიკორწმინდის ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები

edit

1. ოო ი¯ჳ ქ¯ე ღ¯ო აცოცხლე ადღეგრძელე ჴელმწიფე მეფეთ მეფე გ¯ი ორთავე ცხოვრებასა შ¯ა ა¯ნ:
ამისა მწერალსა იკიმს ჭნბრისძესა (იოაკიმს ჭუმბურის ძესა) შნს ღნ. დაიწერა წნი და სლთა განმანათლებელი დავითნი ესე ქკნსაჲ (sic):. სნიგ: ნებითა ღთა თუჱსა მრტსა იე. გათავდა (sic):
ზოსიმეს კრგარეთელსა შნს ღნ ვინცა ჩნ მოგჳჴსენოთ თქ¯ნცა შ¯ნს ღ¯ნ ა¯ნ:.

2. ქრისტე ღმერთო ადიდე სულით და ჴორცით ორთავე შინა ცხორებათა ღმრთივ გჳრგჳნოსანი მეფეთ მეფე გიორგი ამინ..

3. ჩხეტიძესა მანოელსა მაწყუჱრელსა შეუნდევს.

4. მანოელსა მაწყუჱრელსა დღეგრძელობით ცოდვანი მათნი შეუნდნეს ღმერთმან.

5. ღმერთო შეიწყალე:. იოვანე:. პატარაძე:. და მეუღლე:. მისი:. თანანა:.

გამოცემები

edit