ოთახში ვზივარ, გარეთ მიდიან

ოთახში ვზივარ, გარეთ მიდიან
ავტორი: ტერენტი გრანელი


ოთახში ვზივარ, გარეთ მიდიან
და ცაზე ისევ მიფრინავს წერო.
მე დავიღალე, არ შემიძლია
და მინდა, დები რომ მომეფერონ.

აქ სიცივეა და დგენან მთები
და სულში თეთრი ანგელოზია.
სად არის ჩემი ძვირფასი დები,
სად არის მაშო, ანდა ზოზია.

რესურსები ინტერნეტში

edit