ორი ვედრება
ორი ვედრება ავტორი: დუტუ მეგრელი |
ორი ვედრება
I
"ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი?
იგია თვით სამოთხისა სადარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები,
უცხო-უცხო მხარეებში ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ სამშობლოს ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, _ რაც ვიტანჯე, მაკმარე
და მკვდარს მაინც იქ მაღირსე სამარე!..
II
"ჩემს სატრფოზედ უკეთესი ვინ არი?
იგია თვით ანგელოზი მცინარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტბები,
მისს ალერსსა მოკლებული ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ საყვარლის ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, _ ტანჯვას გადამარჩინე
და მკვდარს მაინც მის ცრემლი დამადინე!..