ორი ფრინველი
ორი ფრინველი ავტორი: გიორგი ლეონიძე |
”ორი ფრინველი მოფრინავს,
ორივე ქარის ქროლითა”,
ერთმა ცას ცეცხლი მოჰფინა,
ფრთებს აქნევს დაოქროილთა,
მეორე მოლაჟვარდოა
ლურჯი, ― ციაგი ფრთებითა;
ერთი ― დარდივით მარტოა,
მეორე ― იმედებითა;
ერთი ხომ ჩემი სულია,
ნეტავ მეორე ვინ არი?
რა დიდი ხანი უვლია,
კიდევ ცაზეა მდინარი!