პატარა ქველმოქმედი

პატარა ქველმოქმედი
ავტორი: დუტუ მეგრელი


პა​ტა​რა ქველმოქ​მე​დი

მარ​თამ გა​ა​უ​თო​ვა ერ​თი წყე​ბა სა​რეც​ხი, გა​მო​ახ​ვია ზე​წარ​ში და უნ​დო​და მუშ​ტარ​თან წა​ე​ღო, მაგ​რამ ნა​ხა, რომ უთო ჯერ კი​დევ გა​ხუ​რე​ბუ​ლი იყო და გა​ნაგ​რძო საქ​მე. მარ​თას სა​უ​თო​ე​ბე​ლი ბევ​რი ქონ​და და არ უნ​დო​და უთოს ტყუ​ილ-უბ​რა​ლოდ გა​ცი​ვე​ბა. გა​ა​უ​თო​ვა კი​დევ რამ​დე​ნი​მე ნა​ჭე​რი, მაგ​რამ მო​ა​გონ​და, რომ სა​რეც​ხის წა​ღე​ბა იყო სა​ჭი​რო და არ იცო​და რა ექ​ნა. ბო​ლოს ისევ არ​ჩია, რომ მუშ​ტარს არ აწ​ყე​ნი​ნოს; გა​დად​ვა იქით უთო, რო​მე​ლიც ისევ, თით​ქო მის გა​სა​ხე​ლებ​ლათ, ძა​ლი​ან ცხე​ლი იყო და და​ა​პი​რა სა​რეც​ხის წა​ღე​ბა. ამ დროს ოთახ​ში შე​მო​ვი​და სკო​ლი​დან დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი, მარ​თას პა​ტა​რა ვა​ჟი, კო​ტე და, დე​და რომ წა​სას​ვლე​ლად მომ​ზა​დე​ბუ​ლი ნა​ხა, უცებ ჩა​მო​იხ​სნა წიგ​ნე​ბის ჩან​თა და სი​ხა​რუ​ლით მო​ებ​ღა​უ​ჭა კალ​თა​ზე მარ​თას.
_ დე​დი​კო, მეც წა​მო​ვალ შენ​თან, მეც წა​მო​ვალ! _ და​უწ​ყო ხვეწ​ნა.
_ შენ რა გინ​და?.. და​ის​ვე​ნე! _ უპა​სუ​ხა დე​დამ.
_ არა, არა, წა​მო​ვალ... მე არა ვარ და​ღა​ლუ​ლი, _ ემუ​და​რე​ბო​და კო​ტე. მარ​თა უცებ შე​ჩერ​და, ეტ​ყო​ბო​და, რა​ღაც ფიქ​რმა გა​უ​ელ​ვა და შე​ხე​და შვილს.
_ იცი, რა გით​ხრა?.. თუ აგ​რე გუ​ლით გინ​და სი​ა​რუ​ლი, შენ წა​დი მარ​ტო და წა​უ​ღე სა​რეც​ხი მუშ​ტარს, მე-კი დავ​რჩე​ბი და ვა​უ​თო​ვებ, სა​ნამ უთო არ გა​ცი​ვე​ბუ​ლა. _ თქვა მარ​თამ.
_ ძა​ლი​ან კარ​გი! _ აღ​ტა​ცე​ბით წა​მო​ი​ძა​ხა კო​ტემ და მი​ვარ​და სა​რეცხს.
_ მო​ი​ცა, მო​ი​ცა, ნე​ლა მო​კი​დე ხე​ლი, არ გას​ვა​რო, ან არა და​კარ​გო-რა!.. აქ​ვე, მე​ო​რე ქუ​ჩა​ზე რომ "ჩი​ნოვ​ნი​კი" დგას, იმას მი​უ​ტა​ნე, _ უთ​ხრა მარ​თამ და კარ​გათ გა​მოხ​ვე​უ​ლი სა​რეც​ხი მი​ცა შვილს.
_ ფუ​ლი გა​მო​ვარ​თვა? _ კით​ხა კო​ტემ, რო​ცა კარ​ში გა​ვი​და.
_ თუ მოგ​ცემს, გა​მო​არ​თვი, მა​ნე​თი და ერ​თი შა​უ​რი მერ​გე​ბა, _ მი​ა​ძა​ხა მარ​თამ.
_ კარ​გი, კარ​გი, _ ჩა​ი​ლა​პა​რა​კა კო​ტემ და გა​კურ​ცხლა.
_ დუ​ლი, დუ​ლი, იაბ​ლო​კი, ჰაა!.. _ და​იყ​ვი​რა კო​ტემ, რო​ცა ქუ​ჩა​ზე გა​მო​ვი​და, კოხ​ტათ და​იდ​ვა თავ​ზე სა​რეც​ხი, თით​ქო ხი​ლით სავ​სე გო​ბი​აო, და თავ​მომ​წო​ნეთ წა​ვი​და და​ნიშ​ნულ სახ​ლის​კენ. კო​ტეს პირ​ვე​ლად და​ა​ვა​ლეს მუშ​ტარ​თან სა​რეც​ხის წა​ღე​ბა და მის მხი​ა​რუ​ლო​ბას საზ​ღვა​რი აღა​რა აქვს. მაშ, ის დი​დია ახ​ლა და შე​უძ​ლია და​ეხ​მა​როს დე​დას, რო​მე​ლიც მუ​დამ დღე შრო​მობს: ხან რეცხს, ხან აუ​თო​ებს, ხან საჭ​მელს აკე​თებს, ხან მუშ​ტარ​თან მი​დის, ხან ბა​ზარ​ში გარ​ბის და სხვა. დღე​ი​დან სა​რეც​ხის წამ​ღე​ბათ კო​ტე იქ​ნე​ბა და ამ​ნა​ი​რათ ცო​ტა​თი მა​ინც მო​ეხ​მა​რე​ბა საყ​ვა​რელ დე​დას; და​ი​დებს ხოლ​მე სა​რეცხს თავ​ზე და, თით​ქო ხი​ლის გამ​ყიდ​ვე​ლი კინ​ტო​აო, შე​მოს​ძა​ხებს: "დუ​ლი, დუ​ლი, იაბ​ლო​კი, ჰაა!".. იჰ, იჰ, რა კარ​გია! რა ბედ​ნი​ე​რია კო​ტე! აქამ​დის რა​ტომ არ მო​ი​გო​ნა ან თი​თონ, ან დე​დამ რა​ტომ არ იფიქ​რა, რომ სა​რეც​ხის წა​ღე​ბა კო​ტეს​თვის მი​ენ​დო? ჯერ დი​ლა​ო​ბი​თაც, სა​ნამ სკო​ლა​ში წა​ვა, შე​უძ​ლია კო​ტეს ახ​ლო-მახ​ლო სა​რეც​ხის მი​ტა​ნა, თვა​რა სკო​ლი​დან რომ დაბ​რუნ​დე​ბა, ხომ სულ თა​ვი​სუ​ფა​ლია და ბი​ჭებ​თან კო​ჭა​ო​ბას, დე​დას და​ეხ​მა​როს არ ჯო​ბია?.. რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ჯო​ბია და კო​ტეც ბე​ჯი​თათ შე​ას​რუ​ლებს თა​ვისს მო​ვა​ლე​ო​ბას: არც გას​ვრის სა​რეცხს, არც და​აბ​ნევს და ისე მი​უ​ტანს მუშ​ტარს.
ამ​ნა​ირ ფიქ​რებ​ში გარ​თულ​მა რამ​დენ​სა​მე წუთ​ში მი​ირ​ბი​ნა კო​ტემ მუშ​ტარ​თან, ჩა​ა​ბა​რა სა​რეც​ხი, ჩა​იჩ​ხრი​ა​ლა ჯი​ბე​ში მა​ნე​თის თეთ​რი ფუ​ლი და ერ​თიც შა​უ​რი​ა​ნი და გა​მობ​რუნ​და უკან, ბედ​ნი​ე​რი, რომ პირ​ვე​ლი მონ​დო​ბი​ლე​ბა მშვე​ნი​ე​რათ შე​ას​რუ​ლა. მო​დის კო​ტე არ​ხე​ი​ნათ ქუ​ჩა​ზე; მო​დის ამა​ყათ და თავ​მომ​წო​ნეთ. "ჩხრრრ, ჩხრრრ", გა​აქვს ჩხრი​ა​ლი ჯი​ბე​ში ფუ​ლებს და მის ნე​ტა​რე​ბას საზ​ღვა​რი არა აქვს: კო​ტე ახ​ლა პა​ტა​რა კი აღარ არის, დე​დის მომ​ხრეა, მი​სი მარ​ჯვე​ნა ხე​ლია და შუ​ა​ზე უყოფს შრო​მას. მი​ვა თუ არა შინ, ახ​ლა მე​ო​რე წყე​ბა სა​რეც​ხი დახ​ვდე​ბა მზათ და წა​უ​ღებს მუშ​ტარს.
ამ ფიქ​რებ​ში იყო კო​ტე, ხე​ლე​ბი ჯი​ბე​ში ჩა​ე​ყო და თან ფუ​ლებს ან​გა​რი​შობ​და, რომ უეც​რათ ქუ​ჩა​ზე დამ​ჯდა​რი გლა​ხის სა​ცო​და​ვი ხმა: "გა​მი​კით​ხე, ღმერ​თი გა​გი​კით​ხავ​სო", შე​მო​ეს​მა. გლა​ხა იჯ​და ქუ​ჩის პი​რას და გამ​ვლელ-გა​მომ​ვლელს მოწ​ყა​ლე​ბას სთხოვ​და, მაგ​რამ გა​ი​ა​რა ერ​თმა, გა​ი​ა​რა მე​ო​რემ, მე​სა​მემ, მე​ოთ​ხემ და, არც ერ​თმა ყუ​რად​ღე​ბა არ მი​აქ​ცია გლა​ხის მუ​და​რას. კო​ტეს შე​ე​ცო​და გლა​ხა და გუ​ლი მო​დი​ო​და მგზავ​რებ​ზე, რო​მელ​თაც თით​ქო არც კი ეს​მო​დათ გლა​ხის ვედ​რე​ბა. "გულ​ქვა​ვე​ბი, სა​ზიზ​ღრე​ბი!" ფიქ​რობ​და კო​ტე: "რა​ტომ არ აძ​ლე​ვენ თი​თო გროშს საბ​რა​ლოს". იქ​ნე​ბა, დღეს არა უჭამ​ნია-რა!" ამ დროს კო​ტეს ხელს მოხ​ვდა ჯი​ბე​ში შა​უ​რი​ა​ნი. "ამო​ი​ღე და მი​ე​ცი!" უთ​ხრა გულ​მა კო​ტეს. ამა​ნაც მო​კი​და შა​უ​რი​ანს ხე​ლი, მაგ​რამ უცებ შე​ჩერ​და. ფუ​ლი ხომ მი​სი არ არის, დე​და​მი​სი​საა. თვი​თონ-კი გა​ნა ბევ​რი აქვთ, რომ გლა​ხებს ური​გონ ფუ​ლი? არა, კო​ტე თავს და​ღუ​ნავს და ისე გა​ივ​ლის გლა​ხის წინ, რო​გორც სხვა მგზავ​რე​ბი მი​დი​ან. მარ​თლაც და​ღუ​ნა კო​ტემ თა​ვი და უნ​დო​და უცებ გა​ერ​ბი​ნა მათ​ხო​ვა​რის წინ, მაგ​რამ კი​დევ მო​ეს​მა გუ​ლის შემ​ზა​რა​ვი: "გა​მი​კით​ხე, ღმერ​თი გაგ​ზრდი​სო" და შე​ჩერ​და. გლა​ხას ხე​ლი გა​მო​ეშ​ვი​რა და იმის​თა​ნა თვა​ლე​ბით უყუ​რებ​და კო​ტეს, რომ ბავ​შვმა ან​გა​რიშ მი​უ​ცემ​ლათ ჩა​ი​ყო ჯი​ბე​ში ხე​ლი, ამო​ი​ღო შა​უ​რი​ა​ნი, მი​ცა მათ​ხო​ვარს და გა​იქ​ცა საჩ​ქა​როთ, თით​ქო უკან მის​დევს ვინ​მეო. "ღმერ​თმა გაგ​ზარ​დოს, ღმერ​თი შე​გე​წი​ოს!" წუ​წუ​ნებ​და გლა​ხა მად​ლო​ბის ნიშ​ნათ, მაგ​რამ კო​ტეს აღა​რა​ფე​რი აღარ ეს​მო​და და მირ​ბო​და. მან არ იცო​და რა ჩა​ი​დი​ნა, კე​თი​ლი საქ​მე, თუ ცუ​დი? გლა​ხას ფუ​ლი მის​ცა, მაგ​რამ დე​დას წა​არ​თვა; იმ დე​დას, რო​მე​ლიც წე​ლებ​ზე ფეხს იდ​გამ​და, სის​ხლის ოფ​ლში იწუ​რე​ბო​და და ისე ჭამ​და პურს, ისე ზრდი​და თა​ვისს კო​ტე​საც. გა​ირ​ბი​ნა კო​ტემ რამ​დე​ნი​მე ნა​ბი​ჯი და გა​ჩერ​და მო​სახ​ვევ​თან, სა​ი​და​ნაც მო​ჩან​და მა​თი სახ​ლი. დგას კო​ტე და აღარ იცის, რა ქნას, რა მო​ი​გო​ნოს შა​უ​რის შე​სა​ხებ. მარ​თლაც რა უნ​და უთ​ხრას დე​დას? მათ​ხო​ვარს მი​ვე​ციო? მე​რე ვინ უთ​ხრა, მი​ე​ციო? არა, კო​ტეს არ უნ​და მი​ე​ცა მათ​ხოვ​რის​თვის დე​დის ფუ​ლი და ვერც გა​უმ​ხელს ამას დე​დას. მაშ რა უთ​ხრას? არა, რა​ღა ამ გზა​ზე დამ​ჯდა​რა მა​ინც ეს გლა​ხა? ამის შემ​დე​გაც ხომ აღარ ენ​დო​ბა დე​და კო​ტეს და აღარ​სად გა​ა​ტანს სა​რეცხს? ამ​ნა​ი​რათ გა​მო​დის, რომ კო​ტეს არ შეძ​ლე​ბია დე​დის მოხ​მა​რე​ბა, უსარ​გებ​ლო ყო​ფი​ლა მის​თვის; დი​ახ, კო​ტე ცუ​დი ბავ​შვია: და​ვა​ლე​ბუ​ლი საქ​მე ვერ შე​უს​რუ​ლა დე​დას, გა​მო​ტა​ნე​ბუ​ლი ფუ​ლი ვერ მი​უ​ტა​ნა და და​უ​კარ​გა. და​უ​კარ​გა?.. არა, კო​ტემ კარ​გათ ქნა, რომ მათ​ხო​ვარს ფუ​ლი მის​ცა; ძა​ლი​ან კარ​გათ, რად​გან, იქ​ნე​ბა, აქამ​დის მში​ე​რი იყო საბ​რა​ლო და ახ​ლა კი შე​უძ​ლია პუ​რი იყი​დოს და ჭა​მოს, მაგ​რამ დე​და​საც რომ ძა​ლი​ან ჭირ​დე​ბა ფუ​ლი? რა​ხა​ნია, სახ​ლის პატ​რო​ნი ქი​რა​სა თხოვს და იმას კი ჯერ ვერ მო​უგ​რო​ვე​ბია მი​სა​ცე​მი ფუ​ლი. არა, კო​ტემ ძა​ლი​ან ცუ​დათ ქნა, რომ დე​დას შა​უ​რი მო​აკ​ლო; კო​ტე ცუ​დი ბავ​შვია.
დგას კო​ტე მო​სახ​ვევ​თან ამ​ნა​ირ ფიქ​რებ​ში გარ​თუ​ლი, ხან კმა​ყო​ფი​ლი თა​ვისს საქ​ცი​ე​ლით, ხან უკ​მა​ყო​ფი​ლო, და ვერც იქით წა​სუ​ლა, ვერც აქეთ; უნ​და სახ​ლში მი​ვი​დეს, მაგ​რამ რა პი​რით შე​ხე​დოს დე​დას, რა უთ​ხრას, რო​ცა ის კით​ხავს, შა​უ​რი რა უყა​ვიო?.. ვინ იცის, რამ​დენ ხანს იდ​გო​მე​ბო​და კო​ტე ერთ ად​გილ​ზე, რომ უეც​რათ დე​დის ხმა არ გა​ე​გო​ნა.
_ კო​ტე, კო​ტე, მანდ რას აკე​თებ? რა​ტომ არ მო​დი​ხარ? _ მო​ეს​მა კო​ტეს ნაც​ნო​ბი ხმა და შეკ​რთა. მარ​თას უთო გა​უ​ცივ​და და ხელ-ახ​ლავ აღარ გა​უ​ხუ​რე​ბია, რად​გან დაბ​რუნ​დე​ბო​და თუ არა კო​ტე, პუ​რი უნ​და ეჭა​მათ. იცა​და მარ​თამ, იცა​და და კო​ტეს მოს​ვლას რომ აღა​რა​ფე​რი ეშ​ვე​ლა, გა​მო​ვი​და ქუ​ჩა​ში. გა​ი​გო​ნა თუ არა დე​დის ხმა, კო​ტე, რო​გორც დამ​ნა​შა​ვე, შე​ში​ნე​ბუ​ლი და თავ ჩა​ღუ​ნუ​ლი წა​ვი​და მის​კენ.
_ რა ქე​ნი, მი​უ​ტა​ნე სა​რეც​ხი? _ კით​ხა მარ​თამ.
_ მი​ვუ​ტა​ნე, _ ძლივს ამო​ი​ლუღ​ლუ​ღა კო​ტემ.
_ ფუ​ლი მოგ​ცა?
_ მომ​ცა, აჰა! _ თქვა კო​ტემ და გა​და​ცა დე​დას მუ​ჭით თეთ​რი ფუ​ლი. მარ​თამ უცებ და​ით​ვა​ლა ფუ​ლი და შე​ხე​და შვილს.
_ შა​უ​რი? _ კით​ხა მან. კო​ტე ხმას არ იღებ​და თავ-ჩა​ღუ​ნუ​ლი იდ​გა.
_ შა​უ​რი? _ გა​ნუ​მე​ო​რა მარ​თამ. _ შა​უ​რი რა უყა​ვი? _ კო​ტე მა​ინც ხმას არ იღებ​და. _ არ გეს​მის, რომ გე​კით​ხე​ბი? _ გუ​ლი მო​უ​ვი​და მარ​თას, მო​კი​და ხე​ლი ნი​კაპ​ზე და თა​ვი აუ​წია. კო​ტეს ცრემ​ლე​ბი მო​ე​რია.
_ შა​უ​რიც მოგ​ცა ხომ მუშ​ტარ​მა და რა უყა​ვი? _ კი​დევ კით​ხა მარ​თამ.
_ არა, არ... _ და​იწ​ყო კო​ტემ, მაგ​რამ ცრემ​ლი ყელ​ში მო​ებ​ჯი​ნა და ვე​ღარ და​ა​თა​ვა, რის თქმაც უნ​დო​და.
_ არ მო​უ​ცია?.. რო​გორ არ მოგ​ცემ​და?.. წა​მო, მაშ წა​ვი​დეთ იმას​თან! _ და​ი​ძა​ხა მარ​თამ, და​ავ​ლო ხე​ლი კო​ტეს და და​ა​პი​რა მუშ​ტარ​თან წას​ვლა.
_ კი მომ​ცა, კი... _ ძლივს ამო​ი​ღო ხმა კო​ტემ.
_ მაშ, რა უყა​ვი?.. იყი​დე რა​მე გა​ნა, შე სა​ძა​გე​ლო, შე​ნა?.. რა იყი​დე?.. კა​კა​ლი? მაჩ​ვე​ნე ჯი​ბე​ე​ბი! _ ყვი​რო​და გა​გუ​ლი​სე​ბუ​ლი მარ​თა და უშინ​ჯავ​და ჯი​ბე​ებს. მარ​თა გულ-კე​თი​ლი ქა​ლი იყო, მაგ​რამ გა​ჭირ​ვე​ბას გა​ე​სას​ტი​კე​ბი​ნა და გულს წვავ​და თა​ვისს ნა​ოფ​ლა​რის უბ​რა​ლოთ და​კარ​გვა, რო​ცა გარს იმ​დე​ნი სა​ჭი​რო​ე​ბა ეხ​ვია.
_ არა​ფე​რი არ მი​ყი​დია... _ თქვა კო​ტემ და ტი​რი​ლი და​იწ​ყო.
_ მაშ, რა უყა​ვი? _ არ ეხ​სნე​ბო​და მარ​თა.
_ და​მე​კარ​გა, _ უთ​ხრა კო​ტემ ბო​ლოს.
_ რო​გორ და​გე​კარ​გა, სად და​გე​კარ​გა?.. წა​მო​დი ახ​ლა​ვე და მო​ძებ​ნე, სა​დაც და​გე​კარ​გა! _ ამ სიტ​ყვე​ბით და​ავ​ლო მარ​თამ ხე​ლი ბავშვს და წა​იყ​ვა​ნა. _ ეძე​ბე, ეძე​ბე! _ უყ​ვი​რო​და გზა და გზა. კო​ტე ძლივს მი​ჩან​ჩა​ლებ​და და, გულ-ამომ​ჯდა​რი, ტი​რო​და.
_ გა​მი​კით​ხე, ღმერ​თი გა​გი​კით​ხავს! _ მო​ის​მა ამ დროს და ორი​ვე დე​და-შვილ​მა მი​ი​ხე​დეს გლა​ხი​სა​კენ. გლა​ხა იჯ​და იმა​ვე ად​გილ​ზე, ხელ​ში პუ​რი ეჭი​რა; თან ჭამ​და და თან ივედ​რე​ბო​და. კო​ტეს ჯერ ეწ​ყი​ნა თა​ვისს ტან​ჯვის მი​ზე​ზის და​ნახ​ვა, მაგ​რამ, რო​ცა ნა​ხა, რა მა​დი​ა​ნათ შე​ექ​ცე​ო​და გლა​ხა პურს, იფიქ​რა, ეს ჩე​მი მი​ცე​მუ​ლი შა​უ​რით იქ​ნე​ბა ნა​ყი​დიო და კმა​ყო​ფი​ლე​ბა იგ​რძნო.
_ იქ​ნე​ბა შენ ნა​ხე შა​უ​რი​ა​ნი?.. ამ ბავშვს აქ შა​უ​რი​ა​ნი და​ე​კარ​გა და შენ ხომ არ გი​ნა​ხავს? _ კით​ხა მარ​თამ მათ​ხო​ვარს, რო​ცა მი​უ​ახ​ლოვ​დნენ. უკა​ნას​კნელ​მა გაკ​ვირ​ვე​ბით შე​ხე​და ჯერ მარ​თას, მე​რე კო​ტეს და გა​ი​ღი​მა. მან იც​ნო კო​ტე და მიხ​ვდა ყვე​ლა​ფერს.
_ არა, მე არ მი​ნა​ხავს, _ თქვა მან.
_ აბა რა იქ​ნა _ და​იწ​ყო მარ​თამ: _ ამ სა​ძა​გელს სა​რეც​ხი გა​ვა​ტა​ნე მუშ​ტარ​თან და მა​ნე​თი და ერ​თი შა​უ​რი უნ​და მო​ე​ტა​ნა; მა​ნე​თი მო​ი​ტა​ნა და შა​უ​რი-კი და​მე​კარ​გაო, მით​ხრა. _ გლა​ხამ შე​ხე​და კო​ტეს, რო​მე​ლიც, სრუ​ლი​ად დამ​შვი​დე​ბუ​ლი, მი​ჩე​რე​ბო​და მას. გლა​ხა მი​უბ​რუნ​და მარ​თას და ვედ​რე​ბით უთ​ხრა:
_ შა​უ​რი მე მომ​ცა, ნუ გა​უ​ჯავ​რდე​ბი!.. კე​თი​ლი ბავ​შვი ყო​ფი​ლა, ღმერ​თმა გა​ზარ​დოს და კაი კა​ცი გა​მო​იყ​ვა​ნოს.
_ შენ მოგ​ცა?.. _ გაკ​ვირ​ვე​ბით წა​მო​ი​ძა​ხა მარ​თამ.
_ დი​ახ, მე მომ​ცა და აი, პუ​რი ვი​ყი​დე კი​დეც, _ უთ​ხრა გლა​ხამ და აჩ​ვე​ნა პუ​რი.
_ მე​რე რა​ტომ მა​შინ​ვე არ მით​ხა​რი, შვი​ლო, თუ გლა​ხას მი​ე​ცი, რო​ცა გკით​ხე, რა უყა​ვი-მეთ​ქი? _ ტკბი​ლი ხმით მი​უბ​რუნ​და მარ​თა კო​ტეს და და​უს​ვა ალერ​სით თავ​ზე ხე​ლი _ გლა​ხის მი​ცე​მა ცუ​დი არ არის და რა​კი მი​ე​ცი, რა​ღა​ზე და​მი​ფი​ცე? მარ​თა​ლია, ჩვენ თვი​თონ გა​ჭირ​ვე​ბუ​ლე​ბი ვართ, მაგ​რამ ეს კი​დევ უფ​რო გა​ჭირ​ვე​ბუ​ლია ჩვენ​ზე. ნე​ტა ბევ​რი მოგ​ვცა, რომ ბევ​რის მი​ცე​მა შე​ვიძ​ლოთ...
_ ეჰ, _ ამო​ოხ​ვრით და​იწ​ყო გლა​ხამ; _ გა​ჭირ​ვე​ბულს ისევ გა​ჭირ​ვე​ბუ​ლი თუ გა​ი​კით​ხავს, თვა​რა მდი​დარს ჩვე​ნი არა ეყუ​რე​ბა-რა. დი​ლი​დან აქ ვზი​ვარ და ამ ბავ​შვის მეტს ჩემ​თვის სა​მოწ​ყა​ლო არა​ვის მო​უ​ცია. ღმერ​თმა გა​ზარ​დოს და კე​თილ გულ​თან იმ​დე​ნი შეძ​ლე​ბაც მის​ცეს, რომ ყო​ვე​ლი გლა​ხი​სა და გა​ჭირ​ვე​ბუ​ლის გა​კით​ხვა შეძ​ლოს...
მარ​თას სი​ხა​რუ​ლის ცრემ​ლე​ბით აევ​სო თვა​ლე​ბი; მოხ​ვია ხე​ლი თა​ვის პა​ტა​რა ქველ-მოქ​მედს და ორი​ვე დე​დაშ​ვი​ლი მხი​ა​რუ​ლად წა​ვი​დენ ში​ნის​კენ...