[თათრები] ქედმაღლები არიან და ყველა სხვა ადამიანს ზიზღით უცქერიან: ამიტომ თითქმის არაფრად სთვლიან არც კეთილშობილთ, არც არაკეთილშობილთ. ჩვენ იმპერატორის კარზე ვნახეთ რუსეთის დიდი მთავარი, კეტილშობილი იაროსლავი, აგრეთვე გეორგიის მეფის და დედოფლის ვაჟები, მრავალი სულთანი და სულთანთა მხედართმთავრები, რომელთაც ისინი სრულიადაც მართებული პატივისცემით არ ეპყრობოდნენ.
პლანო კარპინი - "ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ"
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები
(1182-1252)
იტალიელმა მოგზაურმა ჯოვანი და პიან დელ კარპინემ, ან პლანო კარპინიმ (1182 — 1252) თავისი მოგზაურობა 1245 წ. საფრანგეთიდან დაიწყო, გადალახა მთელი ევროპა, ჩავიდა კიევის რუსეთში და აქედან გაემართა ოქროს ურდოს ყაენის, ბათუს კარზე. საბოლოოდ კი ის მოხვდა მონღოლეთში, ყარაყორუმში, დიდი მონღოლი გუიუქ-ყაენის კარზე. კარპინიმ ყაენს პაპის წერილი გადასცა, ხოლო მისგან საპასუხო წერილი წამოიღო, რომელიც მონღოლურ, სპარსულ და არაბულ ენებზე იყო შედგენილი.
კარპინიმ თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში „ისტორიული ჩანაწერები“, რომელიც ამ ჟანრის ერთ-ერთი პირველი თხზულება იყო და რომელსაც მოგვიანებით ეწოდა „ისტორია მონღოლთა, რომლებსაც თათრებს ვუწოდებთ“. აქვს ცნობები ყაენის კარზე ქართველი უფლისწულების (დავით ულუსა და დავით ნარინის) ყოფნის შესახებ.
1942 წ. კრებულში 1942 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი II - გვ.1-72 გამოქვეყნდა გერონტი ქიქოძის მიერ შესრულებული პლანო კარპინის თხზულების ქართული თარგმანი შესავლითა და შენიშვნებით პლანო კარპინი - "ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ" - სთარგმნა გერონტი ქიქოძემ.
პლანო კარპინის ცნობები საქართველოს შესახებ