პოეტის დედა
პოეტის დედა ავტორი: გიორგი ლეონიძე |
ვხედავ: პატარა ბაღჩაში
ფუსფუსებს ჩემი მშობელი,
გადაკვალთული კალთებით,
დღეღამე მოსაქმობელი,
წინსაფარში რომ უწყვია
ბოსტნეული და კვერცხები...
მამაპაპური კერისა
ყოველდღე მომნაკვერცხლები...
თან რომ ჭიკჭიკით დასდევენ
შოშიები და მერცხლები...