რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჩავუში

უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები







წინასიტყვაობა

edit
ჰარიმი რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჩავუში (XVI ს. ბოლო) იგივე იბრაჰიმ რაჰიმიზადე ავტორია სამი თხზულებისა: 1. "სულთან მურად-ხანის გამარჯვებათა წიგნი" (ზაფარნამე-ი ჰაზრეტ-ი სულტან მურად-ხან); 2."მურადის წალკოტის გაუშლელი ვარდი" (გონჩე-ი ბაღ-ი მურად); 3. "განჯის დაპყრობის წიგნი" (ქითაბ-ი გენჩიენე-ი ფეთჰ-ი გენცე). პირველში აღწერილია 1578 წელს ოსმალეთის არმიის შემოსვლა საქართველოში, შირვანსა და დაღესტანში ლალა მუსტაფა ფაშას სარდლობით; მეორეში აღწერილია 1585 წელს ოსმალეთის სარდალ ოზდემიროღლუ ოსმან ფაშას მიერ თავრიზის აღება; ხოლო მესამე ეძღვნება 1588 წელს ოსმალთაგან განჯის დაპყრობას. ამ ნაშრომებში მრავალი ცნობაა დაცული საქართველოს შესახებ.

პუბლიკაცია

edit

ამ ნაშრომში მოცემულია იბრაჰიმ რაჰიმზადეს თხზულებების რუსული თარგმანი