რა საჭიროა ლექსისთვის ტაში
რა საჭიროა ლექსისთვის ტაში ავტორი: გიორგი ლეონიძე |
რა საჭიროა ლექსისთვის ტაში?
ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა;
ვიცი, ბეღურას პატარა ფრთაში
დაკვესებული ცეცხლი ანთია.
― ვიცი, დამდნარი თოვლის წკრიალი
ბესიკის ხმაზე უფრო ტკბილია;
ქვაც ყველა არი ნაპერწკლიანი, ―
გული რომ იყოს, გასაკვირია?