რა სევდიან ნანას ამბობს ქარი...
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
რა სევდიან ზღაპარს ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი.
დაიძინეთ, სურვილებო, კმარა!
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა.
დაიძინე შენც, იმედო ჩემო,
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!
1915 წ.