სამშობლოს (გიორგი ლეონიძე)
სამშობლოს ავტორი: გიორგი ლეონიძე |
არა, არ არი, არ იპოვება
სხვა ნეტარება, სხვა სიტკბოება,
თუ არა ის, რომ ვიცხოვრო შენთვის!
მე სხვა არ ვიცი ბედნიერება,
რომელსაც გული ზედ მიელევა,
თუ არა ის, რომ ვიბრძოდე შენთვის!
შენი გულისთვის სიკვდილს ვარჩევდე,
ვიბრძოდე შენთვის და ვიმარჯვებდე!
აი, ნამდვილი ბედნიერება,
მას ვერაფერი ვერ მოერევა!