საქართველოს გაზაფხული

საქართველოს გაზაფხული
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი
1864; ჟურნალი ცისკარი #4


ნიმფნი რხევით სეირნობენ
ასფოდელსა დარაზმულნი;
ყვავილთ სწყვეტენ, ნაზათ სტრფობენ,
ყნოსვენ სუნთა სიხარულნი.

ნორჩებზედა გაზაფხული,
დასწრწის სუფთად ხან დაზმული,
დააკვდებათ შეკონილი
მღელვართ სიოთ სიყვარულნი.

ეფირ მდელოს მოეფინვის
სიამითა შეეხვევის,
იქ ფოთლებში მოიბზინვის
შარავანდი მხიარული.

კარგნი ჩიტნი ჭიკჭიკობენ,
ხმის წყაროთი მოეხმობენ.
წვრილად, წყნარად გულთ იდნობენ
სურვილითა შესაშქრულნი.

მუზნი ეთერთ ცეცხლთ ისვრიან,
საწყალთ ამურთ გულს აყრიან,
სულს შეწირვით კვლად შესტრფიან,
ტრფიალებით გაბასრულნი.

ცა, ქვეყანა, სულიერი,
გაზაფხულსა შეეხარვის,
ამ დროს რომე კაციც ბერი
მოკვდეს, ვფიცავ, ცოდო არის.

თ. ალ. ვახ. ძე ჯ. ორბელიანი.
1824 წელსა