საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ (2004)
322501საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ2004

საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ


მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა (თან ერთვის).

მუხლი 2

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1133 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 3

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1990 წლის 14 ნოემბრის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“.

მუხლი 3​-1

1. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღება.

2. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე.

საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1133 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი

2004 წლის 21 მაისი.

№72-Iს


საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება

ლექსი დავით მაღრაძისა

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.


საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება

მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა
ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ
ლექსი დავით მაღრაძისა


Public domain in U.S.
Public domain in U.S.
This work is in the public domain in the U.S. because it is an edict of a government, local or foreign. See § 313.6(C)(2) of the Compendium of U.S. Copyright Office Practices, 3rd ed. 2014 (Compendium (Third)) . Such documents include "legislative enactments, judicial decisions, administrative rulings, public ordinances, or similar types of official legal materials."

These do not include works first published by the United Nations or any of its specialized agencies, or by the Organization of American States. See Compendium (Third) § 313.6(C)(2) and 17 U.S.C. § 104(b)(5).


A non-American governmental edict may still be copyrighted outside the U.S. Similarly, the above U.S. Copyright Office Practice does not prevent U.S. states or localities from holding copyright abroad, depending on foreign copyright laws and regulations.

English | español | français | italiano | 日本語 | +/−