საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი

საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი
ავტორი: სოლომონ ლიონიძე


ტექსტი

edit

ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა

ვინაიდან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერისა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთი მორწმუნეობა, არიან შვილნი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.

ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების.

უფლის იესო ქრისტეს მონა მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ირაკლი მეორე ქრისტიანებრითა თანამდებობითა გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა შვილიშვილსა ჩემსა სოლომონს და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს, და მთავარსა გურიის სვიმეონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა ქვემოისა იბერიისა ესრეთ:

მუხლი პირველი

edit

შევრაცხოთ ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა, და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.

მუხლი მეორე

edit

მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყანისა თქვენისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისაებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღმდგომად მტერთა თქვენთა.

მუხლი მესამე

edit

ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა ვითარცა მამა საზოგადო მათი.

მუხლი მეოთხე

edit

უკეთო აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისაებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.

მუხლი მეხუთე

edit

უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარიცა მაქვნდეს შეკრულება. ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნიერესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბაშად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.

მუხლი მეექვსე

edit

აღთქმა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობათა თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა და საზოგადოდ ერთა სჯულვუდებ, საუკუნოდ ერთგავარდ შეერთებასა ამას ქვემოისა ივერისა თანადა ვამცნებ ყოველთავე რათა მტკიცედ ებნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარა სჯულთა ზედა ეკკლესიურთა. იყავ ესრეთ ფიცი ვითარცა თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელმიწერისა ამისა ჩემისაებრ.


მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე

დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დარეჯან

საქართველოს კათალიკოსი ანტონ

ვიცე კანცლერი სოლომონ ლიონიძე

ლიტერატურა

edit
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963