საღამოა, მოიღრუბლა ზეცა

საღამოა, მოიღრუბლა ზეცა
ავტორი: ტერენტი გრანელი


საღამოა, მოიღრუბლა ზეცა,
მესმის სკრიპკის სევდიანი კვნესა.

წვიმას იწყებს, საღამოა მძიმე,
ვგრძნობ წამებას და შორეულ იმედს.

ვზივარ ასე - ყვავილივით მკრთალი
და მიღიმის აივნიდან ქალი.

დაიღუპნენ, დარჩა ხსოვნა მათი,
ახლა მხოლოდ ჭიანჭველა დადის.

რესურსები ინტერნეტში

edit