გარდაიცვალა ჰერაკლე და გამეფდა მისი შვილი კონსტანტინე. [ამ დროს] მტაცებელ თავდამსხმელთა ჯარი ასურეთის მხრიდან ხეობის გზით ტარონის ქვეყანაში ამოვიდა და დაიპყრო იგი, ბზნუნიქი და აღიოვიკი. მათ გეზი აიღეს ბერკრის ხეობაზე და ორდოსპისა და გოგოვიტის [გავლით] აირარატს მოედვნენ. სომეხთა ჯარიდან ვერავინ შესძლო ეს სამწუხარო ამბავი დაბა დვინისათვის ეცნობებინა. მხოლოდ სამი მთავარი - თეოდოროს ვაჰევუნი, ხაჩიან არაველიანი და შაპუჰ ამატუნი, რომლებიც მიდიოდნენ გაფანტული ჯარის შესაკრებად, გაიქცნენ დვინში, მიაღწიეს [მდინარე] მეწამორის ხიდს, დაანგრიეს იგი; თვითონ კი გადავიდნენ და სამწუხარო ამბავი [ამცნეს] დაბას. მათ ციხეში შეკრიბეს მთელი ხალხი, რომელიც ყურძნის საკრეფად იყო მოსული...
სებეოსი
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
საქართველოს ისტორიის სომხური წყაროები
(VII საუკუნე)
VII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი სებეოსი ავტორია "იმპერატორ ირაკლის ისტორიისა", რომელშიც მოთხრობილია სომხეთის ისტორია ბიზანტიის იმპერატორების მავრიკე კეისრისა (582-602) და ჰერაკლე კეისრის (602-641) დროს. თხზულების ბოლო ნაწილში კი, რომეშიც თხრობა მიყვანილია 661 წლამდე, გვხვდება ცნობები ამიერკავკასიაში არაბების გამოჩენის შესახებ. თხზულება გარკვეულ ცნობებს შეიცავს საქართველოს შესახებაც.
1971 წ. კრებულში 1971 - მრავალთავი - ტომი I გამოქვეყნდა ელენე ცაგარეიშვილის მიერ შესრულებული სებეოსის თხზულების იმ ნაწილების თარგმანი, რომელიც საქართველო-არაბების ურთიერთობას შეეხებოდა.
პუბლიკაციები
სებეოსი
თავი 40