სიმღერავ!
სიმღერავ! ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ნუ მინდობ, შენსა ლხენასა!
მთლად მიმეც აღმაფრენასა,
შენს ხმებს ვუმონებ, გეთაყვა,
მღელვარე გულის ძგერასა...
მოყვრის გულს გავახალისებთ,
მტერი დაგვაკლებს ვერასა,
დაჰკარი მარჯვნივ და მარცხნივ
ჩხიკვს, შავ ყორნებს და ძერასა!