ქ. ჰოი ყოველთა დაბადებულთა უზეშთაესო, ბუნებისა ჩუენისა ზეცად აღმყუანებელო, ქალწულო მარიამ! ჩუენ, მოსავთა და მადიდებელთა სახელისა შენისათა და ცვა-ფარვათა შენთა მონდობილთა, ფრიად ცოდვილსა მოლარეთ უხუცესსა მხეცის ძესა სარგისს რომლისა ბრძანებითა მოიჭედა წმიდა ესე ხატი პირისა შენისა და მემცხედრესა, მეფეთა მეფისა ბაგრატისა დისწულსა, ამილახორისა ზედგინიძისა ამირინდოს ასულსა, პატრონსა ელენე ყოფილსა ეკატირინესა, ცოდვანი მათნი შეუნდვნეს ღმერთმან და ძეთა მათთა ქაიხოსროს, ჯანგამს, მურაბს, ფირანს და გარსევანს შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ და მას განკითხვის დღესა მეოხ ექმნას.
სოხასტერის ღვთისმშობლის ხატი - სარგის მხეცისძის მოჭედილი შვილებთან ერთად
შესავალი
edithttps://www.academia.edu/4269733/
გელათის საგანძურში სოხასტერის მონასტრიდან გადმოტანილ ხატებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სარგის მხეცისძის დავალებით მოჭედილი ღვთისმშობლის ხატი, რომლის ქვედა მხარზე მიმაგრებულია დაჩოქილი მავედრებელი სარგის მხეცისძის ფიგურა, ხოლო მეორე მხარეს კი მისი მეუღლისა.
ხატი აღწერილი აქვთ კონდაკოვს გელათის სიძველეები N 10, გ. წერეთელს - სიძველე N 22, წარწერა N 46,
ხატის აღწერა ნ. კონდაკოვის მიხედვით
edit10. Икона серебряная, чеканная, Божией Матери, выш. 0,71 м. и 0,50 м. шир., представленной по грудь, съ Младенцемъ на левой руке. Икона украшена по бордюру медальонами съ образами Деисуса, Евангелистовъ, св. Георгия и Димитрия. На иконе же прикреплена въ поле драгоценная эмалевая, византийской перегородчатой эмали, пластинка, вышиною 0,12 м. и 0,045 м. шириною, съ изображениемъ Апостола Петра, съ греческою надписью имени; мельчайшая детальная техника перегородочекъ, образующихъ своего рода сеть или паутину, относитъ пластинку къ концу XII века.
წარწერა სოხასტერის ღვთისმშობლის ხატზე
editწარწერის ტექსტი
editდათარიღება
edit- კონდაკოვი და ბაქრაძე წარწერას იმერეთის მეფე ბაგრატ III (+ 1548) დროით ათარიღებენ.
- გ. წერეთელი წარწერას XVI საუკუნით ათარიღებს.
- თ. ჟორდანია წარწერას 1523-1524 წლებით ათარიღებს.
ლიტერატურა
edit- 1851 - მარი ბროსე - Rapports - Rap. XI - გვ.45
- 1890 - Кондаков Н. П. - Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии - გელათი N 10 - გვ.33-34
- 1891 - Церетели Г.Е. - Полное собрание надписей на стенах и камнях и приписок в рукописях Гелатского монастыря - N 22 - გვ.255-256
- 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.354
- 1973 - სოსელია ოლღა - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან - წიგნი I - გვ.16-17